ბუნებრივი აირის მიწოდება ქუთაისში 12 000-მდე აბონენტს აღუდგა. ამის შესახებ
“სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონული ოფისის მთავარმა ინჟინერმა, მერაბ კუბლაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, სკოლებს, ბაღებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოდან მიეწოდებათ, სწავლის შეწყვეტა კი რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, თადარიგის დაჭერის მიზნით მოხდა.
“გუშინ საღამოს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა სკოლებსაც, ბაღებსაც, სტრატეგიულ ობიექტებსაც, ძირითად პურის საცხობებს, სასვადმყოფოებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას აღუდგა. ქსელში ჩაითო დაახლოებით 4900 აბონენტი. დღის ბოლომდე ბუნებრივი აირი აბონენტების 90%-ს ექნება,”-განაცხადა მერაბ კუბლაშვილმა.
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ქვიტირში მდებარე ცენტრალური სადგურის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია. გაზის გარეშე 44 000-მდე აბონენტი დარჩა.