ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. ცხედრებს ბაღდათის საკათედრო
ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. დაკრძალვაზე მივლენ ბაღდათის მერი, საკრებულოს წევრები და იმერეთის გუბერნატორი. დაკრძალვის ხარჯებს ბაღდათის მერია დაფარავს.
ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორსული ქალი და 4 არასრულწლოვანი, ასევე, შუახნის ქალი ემსხვერპლნენ.