ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში
ზვიად შალამბერიზე მწუხარებას გამოთქვამს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაღდათში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, რომელსაც 6 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ახლობლებს.”- ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაში.
ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ხანძარი ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გუშინ გაჩნდა.