ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დიდი რაოდენობით მარიხუანას
კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა.
პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი ჯარიმა შეეფარდა.
საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სხდომას ზურა ჯაფარიძე და გირჩის წევრები ესწრებოდნენ.
“ავთო მეტრეველს სახლში შეუვარდა პოლიცია. უპოვეს რამდენიმე ძირი კანაფი. უშვებდნენ ციხეში ექვსი წლით. საბოლოო ჯამში, პროკურატურამ უკან დაიხია და გაუფორმა საპროცესო შეთანხმება. საპატიმრო სასჯელი საერთოდ გაუუქმეს და მისცეს ოთხი წელი პირობითი და 4 000 ლარიანი ჯარიმა,”-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.