ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის,
ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტს პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.
ბიუსტი ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით განთავსდება.
,,მაისში ჩვენი პოლონელი მეგობრები ჩამოიტანენ პირველი პრეზიდენტის, რაჩკევიჩის ბიუსტს და დაიდგემება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთთან ურთიერთობა, რადგან პლონეთი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც გვეხმარება ევროპული გზის გავლაში.”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის გახსნაზე.