77 წლის ასაკში გარდაიცვალა გომარ სიხარულიძე – კომპოზიტორი,
დირიჟორი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
გომარ სიხარულიძე არის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი.
განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარული ფილმ “ჩარი რამასთვის” შექმნილი სიმღერებია.
გომარ სიხარულიძე დაიბადა ქუთაისში 1942 წლის 4 მარტს. 1949-1959 წლებში სწავლობდა ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლა-სასწავლებელში საგუნდო განყოფილებაზე.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე