ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონურ
მეგობრობის სკვერი გაიხსნა. საზეიმო ღონისძებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარია და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციები დაესწრნენ.
“დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით და ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა. იგი იყო პირველი მსოფლიო და პოლონეთ-საბჭოეთის ომების მონაწილე, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი მთავრობის დროს (1921, 1925—1926 და 1935—1936), სენატორი და სეიმის მარშალი (1930-1935), პოლონეთის პრეზიდენტი (1939—1947).