ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების აქცია ქუთაისის
მერიის და მერიის სამსახურების ორგანიზებით 26 იანვარს 12 საათიდან დაიწყება.
,,დასუფთავების აქცია მოეწყობა წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში. აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს – ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე! ადგილზე დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ამავე თემაზე: თვითნებური ნაგავსაყრელები ქუთაისში