სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვანს 570 000 ლარი გამოეყო. ვანის
multicat=36 მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 23 იანვრიდან იწყება. შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნულ პროგრამას კი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანასებს.
2020 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 40 მილიონი ლარით დაფინანსდა.