საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ქვეყანაში
არსებული მოთხოვნებისა და მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებით ცვლილებები განხორციელდა. პრიორიტეტულ მიმართულებებს დაემატა: ბალნეოლოგიური კურორტები; ტურისტული სერვისები და სათავგადასავლო ტურიზმი; საზღვაო თევზჭერა; კერამიკული ნაკეთობები.
გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონებში მეწარმეთა მხარდასაჭერად იზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების წილი. დაკონკრეტდა ის დასახლებული პუნქტები, სადაც სასტუმროს აშენება მთავრობისგან იქნება მხარდაჭერილი – განისაზღვრა 632 ლოკაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის შედეგადაც მაღალანაზღაურებად და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებში 3 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.