ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
მათი შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით მოხდება, მათ შორის სამუშაო გამოცდილება და პიროვნული თვისებები. მძღოლებს, რომლებიც ამჟამად ქალაქში მოძრავ ავტობუსებზე მუშაობენ, როგორც სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, საშუალება ექნებათ, ახალ ავტობუსებზე იმუშაონ.
“ჩვენ მათ არ ვათავისუფლებთ. მივცემთ შანსს, რომ იმუშაოთ ჩვენთან. იქნება კონკრეტული კრიტერიუმი და მოხდება შერჩევა. განსაკუთრებული მოთხოვნები არ იქნება,”-განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი გიორგობიანმა.
ახალ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები იმუშავებენ თუ არა სპეციალური ფორმებით, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ქუთაისში 149 მიკროავტობუსი და 60 ავტობუსი ფუნქციონირებს.