ალმათიში ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქუთაისელმა მოსწავლემ
მათემატიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლაშა კვატაშიძემ 16 ქულა დააგროვა.
,,დავაგროვე თექსვმეტი წულა, თხუთმეტი საკმარისი იყო გამარჯვებისთვის. ოლიმპიადებში დიდი ხანია ვმონაწილეობ. მეცხრე კლასში პირველი ადგილი ავიღე ოლიმპიადაში კინგს^2, სადაც ჩემი ასაკის ყველა ოლიმპიელი იღებდა მონაწილეობას. აგრეთვე რეგულარულად ვხვდები ეროვნული ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში მათემატიკასა და ინფორმატიკაში. სამწუხაროდ, ჯერ არ ვარ საქართველოს ნაკრებში. წელს ბოლო შანსი მაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.”- ამბობს ლაშა კვატაშიძე.
ალმათიში ჟაუტიკოვის სახელობის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში ჩატარდა. საქართველოდან ოლიმპიადაში 4 გუნდი მონაწილეობდა. მათშორის იყო ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის ერთი გუნდი.
ქართველმა მოსწავლეებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
ოლიმპიადაში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.