ზესტაფონში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება. როგორც ზესტაფონის მერის
მოადგილე დავით მაღრაძე ამბობს, საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს სავარჯიშოდ დიდი მოედანი არ აქვთ. ახალი სტადიონის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დაიწყოს.
,,ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო სკოლა, რომელიც არის უფასო. 300 ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ დიდი მოედანი მათ არ აქვთ. ამიტომ, ჩვენ წელს გავაკეთეთ პროექტი და მომავალი წლიდან დავიწყებთ მშენებლობას. ზესტაფონს ექნება კიდევ ერთი ახალი, კეთილმოწყობილი სტადიონი. “- განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარე წელს ოთხი მინი მოდენის რეაბილიტაცია განხორციელდა. ,,ჯორჯიან მანგაზენმა” კომპლექსური მინი მოედნები მოაწყო.