ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt -ის ორგანიზებით, 16 დეკემბერს რუსთაველის
თეატრის მცირე დარბაზში საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, პიანისტ სანდრო გეგეჭკორის საშობაო სოლო-კონცერტი გაიმართება. პროგრამაშია ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში, ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
2017 წელს რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ – მუზეუმმა ” ივანოვკა “, დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი ” სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან “.
სანდრო გეგეჭკორს გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ საკონცერტო დარბაზში: კონცერტგებაუს სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი).
კონცერტი ეძღვნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს – დაბადებიდან 249.