შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში მომხდარ ავარიაში
პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადმოდიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. მრავლობითი ღია და დახურული ტიპის მოტეხილობებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე