რადიო ,,ძველი ქალაქი” 24 წლისაა. 1995 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა
და მას შემდეგ “ძველი ქალაქი” ყოველთვის რჩება საერთაშორისო დონორებისთვის საიმედო და საინტერესო პარტნიორად. ჩვენს ეთერში არაერთი პროექტი განხორციელებულა, რომელმაც განაპირობა “ძველი ქალაქის” დღევანდელი, როგორც სანდო და ობიექტური მედიასაშუალების, იმიჯი.
მადლობა ჩვენს ერთგულ მსმენელებს და მკითხველებს ნდობისთვის.
“ძველი ქალაქის” ძირითადი საქმიანობაა რადიომაუწყებლობა, რადიომაუწყებლობის სიხშირე – 107.9 მეგაჰერცი, ხანგრძლივობა – 24 საათი დღის განმავლობაში. მაუწყებლობის არეალი – ქალაქი ქუთაისი, იმერეთის ძირითადი ნაწილი, გურიის და სამეგრელოს ნაწილი. რადიოსადგურის მაუწყებლობა ხორციელდება აგრეთვე ინტერნეტში, ჩვენი ვებ გვერდის – www.radiodk.ge მეშვეობით.