საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 223-კმ 224 მონაკვეთზე მდებარე მდ. წყალწითელას ხიდიდან რკინიგზის ხიდის მიმართულებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. შეზღუდვები ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე დაწესდება.
“დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით,”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი