ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის”ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიო საპოერო ვარსკვლავებმა, ანტონელო პალომბიმ, ვესელინა კასაროვამ, რაფალ სივეკიმ, ასვე მევიოლინე ანა ჭანიამ და თავად ნინო სურგულაძემ მიიღეს.
მასშტაბურ საქველმოქმდო აქციას შეუერთდა ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
კონცერტის მსველობისას საქველმოქმედო ფონდის ნომერზე 3579 ზარი შევიდა. საქველმოქმედო აქციაში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთი ზარით ერთი ლარი ან მეტიც გადაერიცხათ. კონცერტიდან შემოსული თანხებით იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 5 წლის წინ შეიქმნა. ქართველი ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.