ქუთაისში ლიფტები რეაბილიტირდება. ქუთაისის მერიამ შესაბამისი
ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 97 ათას 160 ლარია.
ლიფტები შეკეთდება ხარებავას N3-ის მეოთხე, ხარებავას N6-ის მეორე, ახალგაზრდობის I შეს. N29 -ის მეოთხე, ირ. აბაშიძის N9-ის პირველ, დ. აღმაშენებლის N138-ის მეორე და მესამე, ლეონიძის N6ა-ს მესამე,ზ. გამსახურდიას N27-ის მეოთხე და ნიკეას N54ა-ს მესამე სადარბაზოებში.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 სექტემბერს იწყება და 30 სექტემბერს მთავრდება.