“2012 წლიდან მოყოლებული ჯარიმების რაოდენობა
იკლებს”-ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა, გიორგი ნაფეტვარიძემ განაცხადა.
როგორც ნაფეტვარიძე ამბობს, მიმდინარე წელს იმერეთში 500-მდე გეგმიური, 400-მდე დოკუმენტური და 50 არაგეგმიური შემოწმება ჩატარდა. გამოყენებული იყო 103 საჯარიმო სანქცია, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე მოსახლეობის 518 შეტყობინება შევიდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე