“ტერმინი გარეუბანი უნდა დავასრულოთ,”-ამის შესახებ ქუთაისის მერიის ააიპ არქიტექტურის
სააგენტოს ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადრე გარეუბნებში მშენებლობა დაბალი ინტენსივობით ხდებოდა, ახლა შესაძლებელია ნაგებობების საშუალო ან მაღალი ინტენსივობით აგება. ჩინჩალაძე ამბობს, რომ ცვლილება გარეუბნების განვითარებასა და დეველოპერების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
“გარეუბნებს ვუთხარით, რომ თქვენ აღარ ხართ გარეუბანი და შეგიძლიათ განვვითარდეთ, როგორც ცალკე პატარა ქალაქი. გარე უბნების მთავარ ქუჩებზე შევქმენით ცენტრის ზონა. ყოველთვის იყო მოთხოვნა, რომ მსგავს ადგილებში მარტო საცხოვრებელი სახლები კი არა, კომერციული ფართებიც ყოფილიყო, თუნდაც 3-სართულიანი. ამის საშუალებას წინა სამშენებლო კოეფიციენტები არ გვაძლევდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ქალაქის გარეუბნის ცენტრალურ ადგილებში დეველოპერი ნახავს ხელსაყრელ მდგომარეობას,”-ამბობს ჩინჩალაძე.
ჩინჩალაძის განმარტებით, ქუთაისის გარეუბნებს დიდი პოტენციალი აქვთ, განსაკუთრებით ნიკეასა და ავტოქარხანას.