ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და მძღოლს
ფიზიკურად გაუსწორდნენ. უცნობი პირები ტელეკომპანიის ავტომობილს ჯერ “კინო საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით შეეჯახნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ამბობს, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. მოგვიანებით კი აღნიშული პირები გადამღებ ჯგუფს იმავე მანქანით აედევნენ, კვლავ დაეჯახნენ და მძღოლს სცემეს.
როგორც ტელევიზიის ჟურნალისტი აცხადებს, მან ცემის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახა, თუმცა ადგილზე ეკიპაჟი ნახევარ-საათიანი დაგვიანებით მივიდა.