ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს,
გამთენიისას გარდაიცვალა. 10 დღის წინ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მეუფე კალისტრატე ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში.
2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.