თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 19 ივნისს ორი სპექტაკლის
ჩვენება გაიმართება. მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანისა და ქუთაისის ოპერის თეატრები წარსდგებიან.
აზერბაიჯანის თეატრის წარმოდგენას “მანკურტი” ჰქვია, რომლის რეჟისორი სადიგოვ ანარ ბაბალ-ოგლუა. სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში 18:30 საათზე დაიწყება.
ქუთაისის ოპერის თეატრში კი სპექტაკლი “სოფლის ღირსება” ჩატარდება. მისი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილია. წარმოდგენა ოპერის თეატრში 18:00 საათზე დაიწყება.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.