რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით,
ზესტაფონში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მ.ბ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, დაშავებული მეორე რკინიგზელის მდგომარეობა ასევე მძიმეა. შესაძლოა, მას ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს.
გუშინ, ზესტაფონში ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე