ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილური შემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება.

 

როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ახალი საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. „ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები მათზე მორგებული პირობებით და გადახდის გრაფიკით. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ იმიტომ რომ ვერ ახდენენ მის დადასტურებას დოკუმენტურად, ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. სწორედ მათთვის – ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის, ხელოსნებისთვის, მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, შევქმენით ჩვენი ახალი პროდუქტი“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

ფინკა ბანკში ასევე, ხელმისაწვდომია ახალი პროდუქტი – საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება არის შესაძლებელი. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც მომხმარებლისათვის ძალიან მოსახერხებელია: ის ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.

ავტომობილის მფლობელებისთვის ფინკა ბანკი განაგრძობს ავტო სესხის შეთავაზებას. ავტო სესხის აღება შესაძლებელია 30 წუთში. სესხის აღების დროს ავტომობილის შეფასება ხდება რეალური ღირებულების შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის, რაც საერთო ჯამში ამცირებს პროდუქტის ფასს და საინტერესოს ხდის მას მომხმარებლისათვის.

ფინკა ბანკში ამჟამად მიმდინარეობს აგრო სესხების აქციაც, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის სესხების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერზე www.FINCA.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *