შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი
იარაღი ამოიღო.
შსს-მ 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ვ., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წყალტუბოს რაიონში დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებული პირადი ჩხრეკისას, “ტოზის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე