ქუთაისში აქცია-მსვლელობა “სიცოცხლის მარში” მოეწყო. მონაწილეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და აქცია ცენტრალურ ბაღში დაასრულეს.
მარშის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათი განმარტებით, უნდა აიკრძალოს აბორტი. გარდა ამისა, დეკრეტული შვებულება 6 თვიდან 12 თვემდე უნდა გაიზარდოს. მათივე თქმით, მოთხოვნა როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურებმა უნდა დააკმაყოფილონ. კიდევ ერთი მოთხოვნა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მინიჭებას ეხება. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ სამშვილიან ოჯახსაც მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
“ჩვენ გამოვდივართ აბორტის წინააღმდეგ. გვინდა, რომ ნებისმიერი ჩასახული სიცოცხლე დაიბადოს. განსაკუთრებით უნდა აიკრძალოს სელექციური აბორტები. უამრავი გოგონა ვერ დაიბადა ამის გამო და სტატისტიკა შემაშფოთებელია,”-განაცხადა “ინერ ჯორჯიას” წარმომადგენელმა, ექსპერტ-მეთოდისტმა ნინო ჟღენტმა.
მსვლელობა მე-7 წელია იმართება.