ქუთაისში სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.
“საქართველო მე-6 უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისკენაა მიმართული. გამონაკლისი არც ჩვენი ქალაქია და ამ დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღვნიშნავთ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ააიპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” ღონისძიებების განყოფილების უფროსმა მანანა მანაგაძემ.
დღეს უკვე ჩატარდა ცურვის ფესტივალი და შემეცნებითი ღონისძიება, ვიქტორინა სპორტის მუზეუმში.
სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 6 აპრილს შემდეგი ღონისძიებებით გაგრძელდება:
11:00 სთ -გეზმრბენი – ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი;
12:00 სთ -კალათბურთი – მე-11 სპორტული სკოლა;
12:00 სთ – სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალი;
13:00 სთ – გამწვანების აქცია- სპორტის სასახლე.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე