ქუთაისელი ახალგაზრდები ატოცში, საოკუპაციო ხაზთან სამშვიდობო აქციას მოაწყობენ.
“პატრიოტული ტური” 30-31 მარტს გაიმართება. აქციას ორგანიზებას ქუთაისის მოგზაურთა კლუბი “მთანი მაღალნი” გაუწევს.
“ქარელის რაიონის სოფელი ატოცი ერთი ჩვეული სოფელი იქნებოდა, რომ არა 2014 წელს რუსი ოკუპანტების მიერ დროებით გავლებული სასაზღვრო ზოლი. დროთა განმავლობაში ეს მავთულხლართები გვიახლოვდება. ჩვენი კლუბი სამშვიდობო აქციას გამართავს მცოცავი ხაზის მიმდებარედ. ველოდებით მხარდაჭერას სხვადასხვა კუთხიდან,”-აცხადებენ მოგზაურთა კლუბში.
მონაწილეთა უფასო ტრანსპორტირებას ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, “მცოცავი ოკუპაცია” გასულ კვირაში აწსუ-ს სტუდენტებმა გააპროტესტეს. ისინი სოფელ ატოცში ჩავიდნენ და მშვიდობიანი აქცია-კონცერტი გამართეს.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”