ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მალე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

 

როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ქუთაისის “ტორპედო”, 9 მარტს, “ლოკომოტივთან” საშინაო მატჩს გამართავს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დაიკეტება.

“ქუთაისში სტადიონის რეაბილიტაციის ყველა დეტალზე შეთანხმებული ვართ. “ტორპედოს” საშინაო მატჩის შემდეგ სტადიონი დაიკეტება და დაიწყება მინდვრის საფარის გამოცვლა. საფარის მოწყობა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომელიც ნახევარ მეტრამდე მთლიანად იცვლება სადრენაჟე სისტემით და იქნება უმაღლესი კატეგორიის მწვანე საფარი, რომელიც უეფას ყველა პირობას დააკმაყოფილებს”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას უეფას მედია ოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ.

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სამუშაოების ჩასატარებლად 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *