ქუთაისის სპორტის სასახლემ 2019 წლის ქართულ ,,ოლ სტარს” უმასპინძლა.
ყველა ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც ,,ადგილობრივები” ,,ლეგიონერებს” დაუპირისპირდნენ, ფრედ 134:134 დასრულდა.
ადგილობრივებს კოტე ტუღუში წვრთნიდა, ლეგიონერებს კი ირაკლი ხოშტარია უძღვებოდა.
ტრადიციულად, გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
სამქულიანების კონკურსში “ქუთაისის” მოთამაშემ, ჯონათან ლიმ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში შარშანდელი “ოლ სტარის” გამარჯვებული რევაზ ჩაჩანიძე დაამარცხა, ჩატენვების კონკურსი “ოლიმპის” მოთამაშემ, მარკ ოგდენმა მოიგო.