პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.

ეს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვას დაარეგულირებს. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, იურიდიულს კი – 400 ლარი დაეკისრება.

2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *