არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს
“ენერგო-პრო ჯორჯია” საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.
“იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცეესკოს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექნებათ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.” – აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”