ბაღდათში, სოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება გრძელდება.
ადგილიდან დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტყის ხანძრების ქრობის ტექნიკა და 200 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.