ქუთაისში, მაისურაძისა და
ნიკეას ქუჩებზე, საბავშვო ატრაქციონები გაკეთდება. ქუთაისის მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ორივე ქუჩაზე სამუშაოების შესასრულებლად 11 500 ლარია განკუნთვნილი. ამ თანხით განხორცილედება საბავშვო ორი ჩამოსასრიალებელი ატრაქციონის შეძენა-მონტაჟი, გაკეთდება ერთადგილიანი პოლიეთილენის საქანელა, ასევე მოხდება საბავშვო ქვიშის მოედნის შემორაგვა ფიცრით და ა.შ.
სატენდერო წინადადებების მიღება 9 სექტმებერს იწყება და 11 სექტემბერს მთავრდება.