ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გზა მას შემდეგ ჩავარდა, რაც ადგილზე სატვირთო ავტომობილმა გაიარა. მათივე თქმით, სილიკონ-მანგანუმის მოპოვების გამო ასფალტის საფარის ქვეშ ტერიტორია გადათხრილა.

“ეს ადგილები მეტალის გამო გადათხრილია. ნამდვილი საბადოა და ამას ისე ვინ გააჩერებდა. ბეტონის საფარითაა გადაფარული გადათხრილი ტერიტორიები. სატვირთო ავტომობილმა რამდენიმე წამით მოასწრო გავლა,”-ამბობენ თვითმხილველები.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება. მათივე თქმით, გზა ზოგადად პრობლემურია იმის გამო, რომ ადგილზე სილიკო-მანგანუმი მოიპოვება. მერიის ინფორმაციით, გზა თავიდან გაკეთდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *