“ტორპედო” რამაზ შენგელიას სახელობის
სტადიონზე დღეს “ვიკინგურს” უმასპინძლებს. გუნდების მწვრთნელებლმა ფეხბურთელებთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერთმანეთის შანსები კიდევ ერთხელ შეაფასეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
“ვიკინგურის” მწვრთნელმა სიგფრიდურ კლემენტსენიმ აღნიშნა, რომ ტორპედო ძლიერი მეტოქეა, მიუხედავად ამისა შეეცდებიან სასურველ შედეგს მიაღწიონ: “ტორპედოს” მატჩები ვნახეთ. ძალიან რთული მეტოქეა და ადვილ შეხვედრას არ ველით, თუმცა 0:0-დან ვიწყებთ და ვიცით, რომ წინ მეორე მატჩია. ამიტომ ვეცდებით, ხვალ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც განმეორებით მატჩში დაგვეხმარება.”
“ტორპედოს” მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრას მომზადებული ხვდება. მოედანზე გასვლას გრიგოლ დოლიძეც შეძლებს,რომელმაც ტრამვა უკვე მოიშუშა.
“როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება.”
უფრო ვრცლად წინასამატჩო განწყობის შესახებ მოისმინეთ სიუჟეტი: