რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოსთვის
და რა შეიძლება იყოს მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები. ახალი პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს” ხელმძღვანელმა გიორგი მოლოდინმა ქუთაისში წარადგინა. “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი”- ეს ახალი ინიციატივაა, რომლის მეშვეობითაც ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალური მედიითაა შესაძლებელი.
როგორც გიორგი მოლოდინი განმარტავს, ახალი პლატფორმა ორმხრივ კომუნიკაციას მოიცავს. ე.წ “ლეგიონერებს” ცრუ ინფორმაციის გამოვლენა და მასთან ბრძოლის მეთოდების მოფიქრება თავადაც შეუძლიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა ახლახანს დაიწყო. მოქალაქეების მხრიდან აქტიურობის შემთხვევაში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შესაძლებელია. ორგანიზაციის დახმარებით კი მოქალაქეებს სპეციალური “ფეისბუკ” გვერდითა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ინფორმაციის სწრაფად გავრცელება შეუძლიათ. რატომ გახდა საჭირო საქართველოში მსგავსი პლატფორმის შექმნის საჭიროება და რისთვის იბრძვის საქართველო დღეს. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში: