ქუთაისში მდინარე ოღასკურას გაწმენდა

და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს.კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქს მრავალი წლის პრობლემა მოეხსნება.

,, გასული წლის შემოდგომაზე, ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა პრობლემები შეუქმნა ადიდებულმა ოღასკურამ ადგილობრივ მოსახლოებას. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდა.მაშინ მე დავპირდი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა. ტენდერი ჩატარდა. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც უკვე ადგილზე მუშაობს. პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება. ოღასკურა პერმანენტულად გაიწმინდება და ადგილობრივ მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ შეექმნება,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *