ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

100 წლის ქალბატონს, თამარ კეზევაძეს დაბადების დღე,ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და საფიჩხიის მაჟორიტარ დეპუტატ მარეხი ნიჟარაძესთან ერთად მიულოცა. იუბილარს ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა, რომელიც საფიჩხიის უბანში, განათლების ქუჩაზე ცხოვრობს.

“ძალიან სასიამოვნო მომენტია როდესაც უფროსი თაობის თანაქალაქელს დაბადების დღეს ვულოცავთ, მით უფრო როცა ის ასი წლის ხდება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ასი წლის ადამიანებს ფულადი თანხითაც ვასაჩუქრებთ” განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

100 წლის ქალბატონს საჩუქრის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *