ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
“ქრისტინეს სამხატვრო სტუდიამ” მოსავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. სტუდია 3 წელია ფუნქციონირებს და ეს მათი მეორე ჯგუფური გამოფენაა
“მიმდინარე მოვლენების ფონზე ძალიან სევდიანი პირველი ივნისი გათენდა სამწუხაროდ. ყველა ბავშვს ვუსურვებ, რომ არ გამხდარიყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. ყველა ბავშვს ვუსურვებ უზრუნველ მომავალს”,- განაცხადა სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ.
გამოფენაზე 40 სხვადასხვა ასაკის მოსწავლის ნამუშევრები წარადგინეს. ყველაზე პატარა მხატვარი 4 წლის თეგი ჯღამაძეა.
6 წლის მათე ლომთაძემ დამთვალიერებელ გვირილები და სპილო ყვავილით წარუდგინა. ამბობს, რომ ხატვა ძალიან უყვარს და მასწავლებლისგანაც შექებას იმსახურებს.
ბარბარე მუკბანიანიც 6 წლისაა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვარს და ხშირად დედას ხატავს. მან დამთვალიერებელს “შეყვარებული ფისუნიები” და “ბუ” წარუდგინა. 4 წლსაა ბარბარს და მართა, რომელიც ჯერ თავისით ხატავს და უნდა სამხატვრო სკოლაში თავადაც იაროს. ის გამოფენის ყველზე პატარა დამთვალიერებელი იყო.