როგორ და რა პერიოდულობით უნდა განხორციელდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა, ქიმიური და ბიო

პრეპარატების ნაირსახეობები და მათი გამოყენების წესები – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები სოფელ ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობამ დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ სხვადასხვა ხერხებზე, რომლებმაც აზიური ფაროსანასგან მომდინარე ზიანი უნდა შეამციროს. ხშირი იყო კითხვები ფუტკართან დაკავშირებული შეკითხვებიც.
ომარ ჩხატარაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
ავთანდილ ჩხარტიშვილი – სოფელ ჯუმათის მკვიდრი;
ენვერ ჯაჯანიზე – სოფელ ჯუმათის მკვიდრი.
