INER Georgia-მ პროფესიული გადამზადების სამთვიანი კურსი დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიულ სფეროებში კომპეტენცია აიმაღლეს. მსურველებმა სფეროები საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს, რომელთა შორისაც სტილისტის, მკერავის, მზარეულის, მეფუტკრის პროფესიები მოხვდა. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. გადამზადების კურსი, ასევე, მარტოხელა დედებმა, მამებმა და შშმ პირებმა გაიარეს.
“ბენეფიციარებმა ის უნარები მიიღეს, რაც მათთვის აუცილებელი იყო. გაიმყარეს ძველი ცოდნა და მიიღეს ახალი, საჭირო ინფორმაცია. სამი თვის განმავლობაში ისინი ინტენსიურად დადიოდნენ პრაქტიკაზე და მიიღეს კარგი მომზადება. იმედი გვაქვს, ეს ადამიანები შრომითი ბაზრის მოთხოვნებს თავს გაართმევენ,”-განაცხადა INER Georgia-ს ხელმძღვანელმა ლალი ჩარკვიანმა.
როგორც ლალი ჩაკვიანმა განმარტა, ბენეფიციარების მხრიდან პროგრამისადმი ინტერესი მაღალია.
გალინა პიტერსკაია 27 წლისაა და მას სტილისტობა სურს.
“სწავლება პრაქტიკულ მეთოდებს მოიცავდა, რაც ძალიან საინტერესო იყო. პროფესია გამოსადეგია და შემოსავალის მომტანიც მინდა აღმოჩნდეს. ვგეგმავ ამ მიმართულებით მუშაობას,”-განაცხადა გალინა პიტერსკაიამ.
INER Georgia 2002 წლიდან ფუნქციონირებს და ის ოჯახის საჭიროებებზე მუშაობაზეა ორიენტირებული.