ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში, ქუთაისში ნარდში ჩემპიონატი ჩატარდა,
რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა და შშმ პირებმა მიიღეს.
ჩემპიონატზე სამი საპრიზო ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორმა ონისე მელქაძემ მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი ტელეკომპანია “რიონის” Iთ ტექნოლოგების დირექტორმა ბადრი კაპეტივაძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი შშმ პირთა იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის “სრულფასოვანი ცხოვრებისთვის” წარმომადგენელმა ლევან ჭიქაბერიძემ მოიპოვა.
გამარჯვებულებს თასები და სიგელები “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძემ და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ გადასცეს.
ჩემპიონატს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.