ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
აპრილის თვის მგზავრთბრუნვისა და ავიარეისებს რაოდენობის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 40 413 მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 12 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 156 რეისი შესრულდა. აეროპორტისვე ინფორმაციით, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 % მეტია.
ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს.