ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამის ვალდებულებების
ფარგლებში ქუთაისის მერიამ ვებ გვერდი განაახლა. საიტი kutaisi.gov.ge მომხმარებელს ახალ სერვისებს სთავაზობს. ღია მმართველობის პროგრამის განმახორცილებელი ორგანოები საქართველოში მიიჩნევენ, რომ ვებ გვერდების განახლება და მათი დახვეწა მოსახლეობის სხვადასხვა პროცესებში მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.
“ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენდა ისეთი მექანიზმების შექმნა. რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემდა შესაძლებლობას ჩართულიყვნენ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში. ასევე ჰქონოდათ შესაძლებლობა ელექტრონულად დაკავშირებოდნენე ადგილობრივ თვითმმართველობას. რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის განახლებული ვებ გვერდი გაეშვა, რომელზეც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს და მიიღოს ინფორმაცია, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ჩვენი, USAID-ის პროექტისა და ქუთაისის მერიას შორის ძალიან წარმატებულად ხორციელდება”,- განაცხადა USAID-ის დემოკრატიის მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა მიხეილ დარჩიაშვილმა.
განახლებულ ვებ გვერდ ახალი ფუნქციაც დაემატა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მერიის ვებ გვერდზე შექმნან საკუთარი პეტიცია. 30 დღის განმავლობაში შეაგროვონ ხელმოწერები იმისათვის, რომ ადგილობრვი ხელისუფლება ვალდებული იყოს ესა თუ ის პეტიცია განიხილოს.