ვანსა და ხონში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება.
არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში 48 ათას 123 ამომრჩველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღისთვის ყველაფერი მზადაა, დაბეჭდილია ბიულეტენები. არჩვენებს 26 სადმკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება, რეგიტრაცია 3 საერთაშორისო ორგანიზაციასაც აქვს გავლილი. არჩევნებში მონაწილეობას 6 კანდიდატი იღებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 აპრილს 08:30 საათიდან გამართავს საინფორმაციო ბრიფინგებს.
07:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
54-ე მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი დატოვა.