ქუთაისში პირველად გაეროს
საერთაშორისო მოდელირება ჩატარდება. პროექტში მონაწილეობას ქუთაისთან დამეგობრებული 15 უცხოური ქალაქის წარმომადგენელი და 30 ქუთაისელი ახალგაზრდა მიიღებს.
“ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქუთაისსა და მასთან დამეგობრებულ ქალაქებს შორის კომუნიკაციის გამყარების კუთხით,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
აღნიშნული პროექტი ქუთაისის მერიასა და “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, პროექტში გაეროს განვითარების პროგრამისა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლობა ჩაერთვება.