ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე 23-ე ბაღში,
ბაღების ა(ა)იპის ხელმძღვანელ დავით წიტაიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან პირადად გადაამოწმა ინფორმაცია იმ აღსაზრდელთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის უკან სოციალური ქსელით გავრცელდა.მერის მოადგილე გუშინ აღსაზრდელის დედას შეხვდა და მისგან ყველა საჭიროების შესახებ მოისმინა, რომელიც ბავშვისთვის აუცილებელი და გადაუდებელია. ნინო თვალთვაძის განცხადებით, ის პირადად გააკონტროლებს ყველა მსგავს ფაქტს, რომ არც ერთი მოსწავლე არ დაიჩაგროს.
,,გავეცანით სიტუაციას შევხვდით მშობელს, რომელთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შვილს გარკვეული პრობლემები შეექმნა. საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ბავშვს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი საშუალებით რაც თვითმმართველობას შეუძლია, დავეხმარებით. დავაკვალიანეთ ასევე ცენტრთან დაკავშირებით სადაც ბავშვს შეუძლია მიიღოს კვალიფიციური დახმარება, იმ დიაგნოზიდან გამომდინარე რაც მას აქვს. არც ერთი ბავშვი არ დაიჩაგრება ჩვენი ბაღები არის ინკლუზიური და მათ შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი განათლება სხვა ბავშვებთან ერთად. პედაგოგები,დირექტორები, ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არიან გაუწიოთ მათ ნებისმიერი დახმარება და თანადგომა რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ინფორმაციაზე, გვექნება მყისიერი რეაგირება. მხოლოდ ამ ბაღში სწავლობს 11 ინკლუზიური ბავშვი. ბაღს ჰყავს გადამზადებული სპეციალიზებული პედაგოგი, რომელიც ეხმარება სხვა დანარჩენ პედაგოგებს ამ ბავშვებთან ერთად სწორად წარმართონ სასწავლო პროცესი რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება გადავამზადოთ ჩვენი პედაგოგები იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს ამ, ბავშვების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.